22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:10:17, 1619 ნახვა

პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი 14 მარტს მოსკოვს ეწვევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსკოვს ეწვევა, - ამის შესახებ იფნორმაციას "იზვესტია" ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს ვლადიმერ პუტინი მიიღებს.

მედიის ცნობით, ექსპერტები შეხვედრას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატულების ნიშანია. 

როგორც ე.წ პრეზიდენტის პრეს-სამსახურში აცხადებენ, შეხვედრა 14 მარტს არის ჩანიშნული. 

ცნობისთვის, 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდება. მოქმედი "პრეზიდენტი" მეორე ვადით იყრის კენწს. 

რაც შეეხება ე.წ რეფერენდუმს, გაირკვევა უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. თიბილოვის სურვილი "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა".

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნებიის" მეორე ტური 2011 წლის 27 ნოემბერს გაიმართა და მას კრიზისი მოჰყვა. მოსახლეობა მიტინგების ტალღამ მოიცვა. ხოლო 2012 წელს ახალი "არჩევნები" ჩატარდა და დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი გახდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics