22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 12:13:01, 2835 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განკარგულება ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა.

როგორც "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას 20 დღე სჭირდება.

"საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა. დარჩენილია 20 დღე ამოქმედებამდე", - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 - დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. 1 მარტს კი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად გაფორმდა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics