22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 12:02:58, 1597 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემეირი იტალიელ კოლეგასთან, პაოლო ჯენტილონისთან გამართავს შეხვედრას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics