22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 17:00:52, 2234 ნახვა

პოლიტიკა
ლევან თორიამ ვიდეო გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, როგორ ერთობა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქორწილში

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან თორიას განცხადებით, გიგა ოთხოზორიას  მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი ქორწილში ერთობა. მან ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე, მედიის წარმომადგენლებს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეოც აჩვენა.

„კანჯიოღლი, რომელიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელი, დაახლოებთ ერთი კვირის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში, ქორწილში. ამ ვიდეომასალაში არის დაფიქსირებული, თუ როგორ ცეკვავს, როგორ ერთობა და ამ დროს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები არავითარ ზომებს არ იღებენ და ბედის ანაბარადაა მიტოვებული ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან თორიამ და დასძინა, რომ ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული პირი  რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics