22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 19:58:36, 1755 ნახვა

პოლიტიკა
გაბრიელა ბატანი-დრაგონი: ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციის პროცესში

ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში,-ამის შესახებ  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ უკვე წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო და ღია დიალოგი საქართველოსთან. გვაქვს შემუშავებული მოქმედების სპეციალური გეგმა, კერძოდ თანამშრომლობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ სასამართლო სისტემის გაძლიერებაში და ასევე სხვა საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - განაცხადა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან და ამ კუთხით, აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალიან დადებით დამოკიდებულებას ევროპის საბჭოსა და ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიმართ, ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics