21:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 19:34:12, 1886 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საგარეო უწყება გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთხელ უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის"2321" რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 6 მარტს, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

„საქართველო, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების  ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა, იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics