|
2017-03-04 12:54:20, 2383 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე მომავალ წელს გადავიდეთ“
„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება ვიფიქროთ პოზიციის გადახედვაზე და იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე პრეზიდენტის განცხადებას. გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობის შედეგად, „მიზანი, პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, არ იქნა მიღწეული“. „რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ. ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები, იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, მისთვის დასანანია.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)