|
2017-03-02 21:43:33, 2107 ნახვა
კომენტარი
ქიბარ ხალვაში: თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, თუ ტელეკომპანიის კოლექტივი თანახმაა, ის მზად არის მათ ხვალვე შეხვდეს და დაელაპარაკოს. როგორც ხალვაშმა "მოამბის" ეთერში აღნიშნა, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ. „თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. „რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული“,- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ. „რუსთავი 2“ იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში. როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება“, - განაცხადა ხალვაშმა. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)