|
2017-02-22 18:06:28, 3589 ნახვა
კულტურა
კინომუსიკის ამერიკელი კომპოზიტორი მირიამ კატლერი ტექნოპარკს ეწვია
ტექნოპარკში ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით კინომუსიკის ამერიკელმა კომპოზიტორმა მირიამ კატლერმა ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც მან აშშ-ს კინო ინდუსტრიის ძირითად ტრენდებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ აშშ-ს კინო ინდუსტრიის ბაზარზე ეგრედწოდებულ ფრილანსერად დამკვიდრდე, მიიღო მათგან გამოცდილება და გაეცნო ძირითად სამუშაო პრინციპებს. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ კრეატიული ინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება მიეცათ დამსწრე საზოგადოებისათვის საკუთარი ბიზნესის მიმართულებები გაეცნოთ, ესაუბრათ მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მირიამ კატლერთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს ის პროექტები და პროგრამები, რაც ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის ხელშესაწყობად კეთდება. შეხვედრის ფორმატი ინტერაქციული სახის იყო, რაც დამსწრეებს საშუალებას აძლევდა მირიამ კატლერთან ერთად ემსჯელათ საქართველოში ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. მირიამ კატლერი ემის ნომინანტი კომპოზიტორია და ნამუშევარი აქვს ოსკარზე ნომინირებულ ათობით ფილმზე. ის ასევე კომპოზიტორთა ლაბის ერთერთი მთავარი მრჩეველია, ფილმის ექსპერტი აშშ-ში, პროდუსინგი აქვს გაწეული ისეთი ცნობილი ალბომების ავტორებისათვის, როგორებიც არიან ნინა სიმონი და ჯო უილიამსი. მისგან გამოცდილების გაზიარება ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას მისცემს საშუალებას გაეცნოს მთავარ გამოწვევებს, უახლეს ტენდენციებს და დაეხმარება სწორედ განსაზღვრონ მომავალი სამოქმედო კურსი. საქართველოში მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება, რადგან კრეატიულ ინდუსტრიის გაფართოებას უდიდესი დასაქმების პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე მკვეთრად აისახება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებასა და წინსვლაზე. უწევს დახმარებას ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათ სხვადასხვა ინსტრუმენტებით უწყობს ხელს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)