15:26 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 00:13:41, 2004 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 თებერვლის სპეციალური ანონსი

22 თებერვალს, 10:30 საათზე, აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
საკონტაქტო პირი ირაკლი კუპრაძე - 595 08 45 33

22 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან.
საკონტაქტო პირი მარიამ სპარსიაშვილი - 577 777 284

22 თებერვალს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელ აქსელ ფიშერს შეხვდება. 

22 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

22 თებერვალს, 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვიქტორ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდება.

22 თებერვალს, 14:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეთა აქცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: ანა ძნელაძე - 555 525 868, დათო კოპაძე - 595 953 359 

22 თებერვალს, 15:00 საათზე, ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარმოადგენს. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მას.: კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი, „გარდენ ჰოლი“ 

22 თებერვალს, 15:30 საათზე, "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დასაქმების ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე შეაჯამებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics