|
2017-02-21 12:11:02, 1906 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: 2008 წელს არც ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით, რომ კატასტროფა მომხდარიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია. თუმცა, ამავე დროს, აბაშიძემ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას გაუაზრებელი პოლიტიკის გატარების გამო, ბოდიში აქვს მოსახდელი. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთსა და ჩვენს პოზიციებში 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური სხვაობაა. კერძოდ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ეს ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით არაფერი იმისთვის, რათა მომხდარიყო ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავმთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა. რეალურად, საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი კატასტროფა მოხდა. ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიშალა. ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ, რათა აღარ ვახსენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაამებლობა, დათმობა და ა.შ. ეს არის შედეგი რბილად რომ ვთქვათ, იმ გაუაზრებელი პოლიტიკისა, რაც იმ ხელისუფლებამ გაატარა, რისთვისაც არავის ბოდიშიც არ მოუხდია დღემდე. ზრდილობის გამოც კი არ მოუხდიათ ბოდიში“,- აღნიშნა აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)