14:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:53:11, 1663 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხს საპროკურორო სადისციპლინო საბჭოში დააყენებს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხს საპროკურორო სადისციპლინო საბჭოში დააყენებს, - ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხს საკანონმდებლო ორგანოშიც აყენებს. ხმების საჭირო რაოდენობის მოსაგროვებლად ევროპული საქართველო მუშაობას იწყებს.

"პარტია გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში აყენებს. ხმების საჭირო რაოდენობის მოსაგროვებლად ევროპული საქართველო მუშაობას იწყებს. ამის პარალელურად, შოთაძის გადადგომის საკითხი საპროკურორო სადისციპლინო საბჭოშიც დადგება.

შეგახსენებთ, პარტია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ’’ საპატრიარქოსთან დაკავშირებით პროკურატურის ბუნდოვანი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების და ქმედებების გამო გენერალური პროკურორის გადაყენებას ითხოვს", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics