|
2017-02-17 11:57:23, 1951 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლორთქიფანიძე: ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ განცდა, რომ თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება
ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ იმის განცდა, რომ თუ ადამიანი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ყოფილი დეპუტატების დასაქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ნეგატიური მუხტის მატარებლები არიან. „არ მომწონს ის, რომ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ ნეგატიური მუხტის მატარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყანაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს წევრობა არის უდიდესი პატივი და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არის ასე. ჩემი ხედვით, ასე უნდა იყოს. ადამიანებისგან, პარლამენტის წევრებისგან, რაღაც ბუას წარმოჩენა და ადამიანი პარლამენტში თუ იყო, უკვე ის აღარ სჭირდება არავის, ეს არის ცუდი რამ”,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, კარგია, რომ გუნდში ყოფილი დეპუტატების დასაქმების საკითხი დგას. „ჩვენ ვართ ხელისუფლების გუნდი და პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის მართვაზე. იგივე ზვიადაური, ნიშნიანიძე, სოსო დანელია ხელისუფლების გუნდის პირობებში ეს ადამიანები არ არიან იგნორირებულნი. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ იმის განცდა, რომ თუ ადამიანი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება. ჩვენ უფლებამოსილება ნოემბერში შეგვიწყდა, სულ ორი თვე არის გასული. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც ორი- სამი თვე რაღაც ტრაგედიაა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს სერიოზული ბექგრაუნდი, პროფესიონალები ვართ ჩვენი საქმის და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი კოლეგა იქნება ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)