|
2017-02-16 17:12:53, 1906 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერება სწორი გადაწყვეტილება იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე დაწყებული პოლიტიკური ველის შემზადება ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, ბესელიას თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გააგრძელოს პერიოდულად საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სიახლეებია გამოძიების შემდგომ ეტაპზე. ამასთან, ბესელია ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია. "მკვლელობის მომზადების ეტაპზე დაკავებულია ადამიანი, რომელსაც საწამლავი გადაჰქონდა. ვის მიმართ მზადდებოდა ეს შემზარავი დანაშაული, ამას გამოძიება იტყვის. მე არ ვსაუბრობ ამ პირის მიერ უდავოდ ჩადენილ დანაშაულზე, ვსაუბრობ ფაქტზე, რომელიც მზადდებოდა. ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაულის მომზადების მცდელობა, ახლა უკვე ველოდებით შემდგომ მტკიცებულებებს. ამ ფართო მასშტაბიანმა შეტევამ, გამოძიების პირველივე ვერსიაზე, რაც ძალიან საეჭვოა... რა სხვა ვერსია აქვს „რუსთავი 2“-ს, როცა ის პირველივე დღიდან გამოძიების და პროკურატურის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და რა იცის სხვა ვერსიის, უტყუარობის, ან მცდარობის თაობაზე, ეს ჩემთვის გაუგებარია. რატომ არის დასაწყისშივე ის ვერსია, რასაც გამოძიება გვთავაზობს, ასე ხელაღებით უარყოფილი?! ეს არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით პასუხს ვერ ვიღებ. ჯერ რა ვიცით, გამოძიება რომელი პირის მიმართ გამოავლენს დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს?!",-აღნიშნა ბესელიამ. მისივე განმარტებით, არასწორად გავრცელდა მედიით ინფორმაცია, თითქოს მან დაადასტურა, რომ პირი, რომლის მიმართაც დანაშაული მზადდებოდა, პატრიარქი იყო. ამასთან, კითხვაზე, რატომ იყო პატრიარქის დაცვა გაძლიერებული, მან ასე უპასუხა: "იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც საზღვარზეა დაკავებული და მას აქვს საწამლავი და მიდის გერმანიაში, იქ სადაც პატრიარქი იმყოფება, არის საფრთხის მატარებელი. ის რომ გაძლიერდა პატრიარქის უსაფრთხოება და ეს ხელისუფლების პირველი ვალდებულებაა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი. არ უნდა მომხდარიყო პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერება, როცა ასეთი ფაქტია? და იქნებ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები არსებობს? თქვენ რა იცით გამოძიებას რა აქვს. არც ერთი ვერსია გამორიცხული არ არის, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, სხვადასხვა პირების მიმართ. გამოძიების ეტაპზე შეიძლება ისეთი მტკიცებულება იყოს მოპოვებული, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალოს პირველადი სურათი",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)