|
2017-02-10 18:08:24, 1959 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კილაძე „მოსმენების კანონპროექტზე“: ეს იქნება ოქროს შუალედი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უფლებების მაქსიმალურ დაცვას
„არ შეიძლება უსაფრთხოება დავიცვათ ადამიანის უფლებების ხარჯზე, ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანის უფლებები დავიცავთ უსაფრთხოების ხარჯზე“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „მოსმენების კანონპროექტთან“ დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. „ის კოლოსალური სამუშაო, რომელიც გასწია იმ ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკა, სწორედ ამ სამუშაომ მოგვცა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც დღეს აქ იქნა წარმოდგენილი. მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ის ოქროს შუალედი, რომელზედაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც მთავარია ეს ყველაფერი შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს. მე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი სიმართლე გითხრათ ვერც ოპოზიციის მხრიდან, ვერც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ამ არგუმენტებს და რომელიც იტყოდა, რომ „ჩვენი ეს წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელი სტანდარტებიც არის ჩვენს დასავლელ მეგობრებთან“. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით ძვირფასო ოპოზიცია, მაგრამ რაშია საქმე რომ გვეწინააღმდეგებით ასე ყველაფერში. ეს არის ისეთი საკითხი, სადაც ერთსულოვანი უნდა ვიყოთ ყველა. თქვენც ასე უნდა გაღელვებდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და უფლებებიც, როგორც ჩვენ გვაღელვებს, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სხვა პოლიტიკური მოტივები გამოძრავებთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ცდილობთ გადაიტანოთ არსებითი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღება არარსებულ საკითხზე“,-განაცხადა სოფო კილაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)