09:57 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:37:38, 2439 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მრჩევლები არ ჰყავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  მას არც ერთი მრჩეველი და მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, მის შტატში სულ 31 ადამიანია დასაქმებული:

„მე მყავს ძალიან პატარა შტატი. ვართ 31 ადამიანი, რომელიც საკმაოდ ტიტანურ სამუშაოს ვასრულებთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს გახლავთ შერიგება, კონფლიქტების მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ამიტომ ძალიან რთული სამუშაოა, ერთ ადამიანზე ბევრი სამუშაო ნაწილდება. პირადად მრჩეველი არ მყავს, მყავს მხოლოდ ერთი მოადგილე. მოქნილი და პატარა აპარატია, ეს არის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შეიძლება სხვებს ამიტომ ვერ შევადაროთ. სხვა სპეციფიკა გვაქვს“,- განაცხადა ქეთევან  ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics