|
2017-02-08 18:45:45, 1765 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი უმრავლესობას: საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძე თქვენი პოზიციების გასამყარებლად დანიშნეთ
„ივანიშვილის მიერ დაქირავებულ მთავრობას ნამდვილად არ აქვს ის ამოცანა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ ივანიშვილის დავალება შესრულდეს“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყოველი მომდევნო ტალღის შემდეგ სასამართლო უფრო და უფრო დაუცველი ხდება. „სულ ერთია რომელ ტალღას დაარქმევთ ამ ცვლილებებს ეს იქნება მესამე ტალღა თუ მეცხრე ტალღა. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, როდესაც ყოველი მომდევნო ტალღის შემდეგ სასამართლო ხდება კიდევ უფრო დაუცველი და სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო ეჭვ ქვეშ დგება. აქ დარბაზში მსხდომ ადამიანებს, ასევე ივანიშვილის მიერ დაქირავებულ საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ აქვს ის ამოცანა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს სასამართლოს სისტემა გახდეს აუცილებელი. მთელი ეს ცვლილებები მიმართულია და მოტივირებულია იქითკენ, რომ შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის დავალებები“, - აღნიშნა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული ამოცანა - ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. „შესაბამისად ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც თქვენ რეფორმას უწოდებთ სინამდვილეში მიმართულია იქით, რომ ივანიშვილს ამ ამოცანის შესრულება გაუადვილდეს. რადგან ეს დაკვეთა არსებობს ყოველთვის ცხადია გამოჩნდებიან ზარდიაშვილები, რომლებიც დააყენებენ ინიციატივას, რომ ჩინჩალაძისთვის მივიღოთ ცალკე კანონები პარლამენტში. ყოველთვის გამოჩნდებიან თბილისის მერიაში ადამიანები ვინც გადაწყვეტენ, რომ აბსოლუტურად წარბშეუხრელად მილიონი ლარი გადაუხადონ ქრთამად მოსამართლეს, რომელმაც „რუსთავი 2“ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს. როდესაც ივანიშვილს დასჭირდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა, ძალიან კარგად მახსოვს დებატები ამ დარბაზში, კარგად მახსოვს ღამის 12 საათზე გამართული ბიუროს სხდომა. დღეს ამ ინსტიტუტში, რომელიც აბსოლუტურად პარალიზებულია, თქვენი პოზიციები კიდევ უფრო, რომ გაიმყარეთ უკვე მანანა კობახიძე დანიშნეთ მაყურებლად ამ საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე ვიხილეთ სუს-ის სამარცხვინო სპექტაკლი, რომელმაც სამარცხვინო წერილები და ამანათები დაგზავნა“, - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, ეს ქვეყნის მომავლისთვის ცუდი იქნება. „ცხადია ეჭვიც არ მეპარება, რომ ვეტოს დაძლევას საპარლამენტო უმრავლესობა მოახერხებს. ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფალი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)