09:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:18:46, 1467 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს და 11 სსიპ-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2017 წლის 31 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახალხო დამცველისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 2016 წლის მარტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი საჯარო სამართლის იურიდიულიპირებიდან გამოითხოვა თანამდებობის პირების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომისანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, უწყებათა საშტატო ნუსხები და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა საჯარო ინფორმაცია; თუმცა, ყველა ამ უწყებამ მისი განცხადებები უპასუხოდ დატოვა",-ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics