09:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 19:34:09, 1347 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთთან რეალური პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე შეხვედრა დღის წესრიგში არ ყოფილა

პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდა არის ის საშუალება, რომელიც გაძლევს პრობლემების დაძლევის, ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იბერია"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქტიურად დაიწყება თუ არა რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრაზე საუბარი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით რეალური დღის წესრიგი არ არის ჩამოყალიბებული.

"ჩემი პოზიტია არის, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკების მაგიდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა იყოს მომზადებული და ამაში ყველა უწყება უნდა იყოს აქტიურად ჩართული, და ჩვენ შეხვედრისკენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდა არის ის საშუალება, რომელიც გაძლევს პრობლემების დაძლევის, ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყო ამ მიმართულებით, თუმცა რეალური დღის წესრიგი, სამწუხაროდ ამ ეტაპამდე არ ყოფილა ჩამოყალიბებული, სადაც ჩვენ და რუსეთის ფედერაცია რეალური პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე შევხვდებოდით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე, ხომ არ არის განგაშისი საფუძველი, რომ კვლევების მიხედვით, პრორუსული განწყობის მქონე მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასარკვევია, ეს ადამიანები არიან რუსეთის მხარდამჭერები თუ უბრალოდ ევროსკეპტიკოსები.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს.

"ალბათ გასარკვევია, ეს არის რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილი თუ გარკვეულწილად ევროსკეპტიკოსები არიან, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ევროინტეგრაციის კურსს და ეს ნათლად ჩანს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. აი, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა რუსეთთან არსებობს ერთდროულად ძალიან პრობლემური თემები, რომლებიც უკავშირებდა ოკუპირებულ რეგიონებს, რეგიონებზე მცოცავ ანექსიას, გადასასვლელი პუნქტების დახურვას, იქ მოქალაქეების უფლებების დაცვას, ეს პრობლემები ყველა ყოველდღიურია და  ამათ ირგვლივ აქტიურად უნდა ვიყოთ გაერთიანებული. მეორე მხრივ გვაქვს წარმატებები ვაჭრობის სფეროში, რაც მისასალმებელია და აი, ამ რეჟიმში ვმოქმედებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics