|
2017-02-02 12:32:39, 1775 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთი სარგებელია, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება. ციხელაშვილის თქმით, ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან, თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან, ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. „უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომლითაც შეძლებს თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომ ისარგებლოს და ჩვენი ამოცანაა, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრ სხვა თანმდევ სარგებელსაც და ვფიქრობ, აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ: „უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის მქონე პირებისთვის.ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი , როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები, გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის. ვაპირებთ კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გავხადოთ მათ შორის პროცედურული დეტალები და ეს მალე ხელმისაწვდომი გახდება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)