06:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 11:08:53, 1315 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი გერმანიის ელჩს ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა ელჩს ბოლო წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს მთავარ მიზანს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, რომელის მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, ცვლილება შევიდა 40-მდე კანონში და ერთი თვისობრივად ახალი კანონი იქნა მიღებული.

„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვა. პარალელურად, განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით შეფასება და კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანი პროგრესია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

ჰაიკე პაიჩმა საქართველოსადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის პენიტენციური და პრობაციის სისტემების კუთხით.

„სასჯელაღსრულების მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო და თანამედროვე რეფორმები გაქვთ დანერგილი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების მიღების საშუალება აქვთ. ასევე, ისინი შეძლებენ დისტანციურად დაეუფლონ უმაღლეს განათლებასაც. შთამბეჭდავია ონლაინ მაღაზიის პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ჰაიკე პაიჩმა.

კახა კახიშვილმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვანი როლისთვის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics