06:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 22:18:32, 1618 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა

უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრევიჩუსმა განაცხადა.

ის ქართველ ხალხს წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, რეფორმების ჩატარება და ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული განვითარება უნდა გააგრძელოს. ის იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო კენჭისყრა საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება.

„მივედით საბოლოო კენჭისყრამდე, რომელიც ვიმედოვნებ, წარმატებით ჩაივლის. მინდა, სიტყვით გამოვიდე და კვლავ გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართ. სამწუხაროდ, პროცესი გაჭიანურდა და საქართველო ევროპის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დებატების ერთგვარი მძევალი აღმოჩნდა. დღეს ევროპაში არსებული ვითარება მარტივი არ არის. ხედავთ, რომ არსებობს იზოლაციის ტენდენცია არა მხოლოდ აქ, ჩვენთან, არამედ ამერიკაშიც, რაც ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, რომ კენჭისყრა იქნება საქართვლოსათვის ერთგვარი სტიმული, რომ ქვეყანაში რეფორმები არ შეჩერდეს. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის განვითარება რიგითი მოქალაქებისათვისაა კარგი. უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა უნდა გაგრძელდეს რეფორმები იმის დასამტკიცებლად, რომ ამას აკეთებთ არა ბრიუსელის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრევიჩუსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics