06:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 17:58:08, 1445 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროპის საბჭოს ჩართულობა კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრის მთავარი თემები იყო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, სასამართლო რეფორმას, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრისას, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში", რომელშიც გენერალური მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics