06:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:02:46, 1384 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე: ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა შეუფერებელი იყო

პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის.

კახიძის თქმით, გოცირიძის კანდიდატურა თეა წულუკიანის მიერ  გაუმჭვირვალე კონკურსის მეშვეობით შეირჩა.

"ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა იყო აბსოლუტურად შეუფერებელი. იგი თავს დაესხა ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ ოპოზიციას, შემდგომ გადავიდა მოსამართლეზე, რაც მიუღებელია იმ პირისგან, რომელსაც აქვს ამბიცია სტრასბურგში იყოს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე. ევა გოცირიძის კანდიდატურა შეირჩა წულუკიანის მიერ აბსოლუტურად არა გამჭვირვალე კონკურსით. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ის კანდიდატურები არ დამტკიცდა. შეუფერებელ კანდიდატს ლობირებდა საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - აღნიშნა ოთარ კახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics