|
2017-01-30 15:59:57, 1893 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ვაპირებთ ვიყოთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს თავისი მონდომებით წინ წაიყვანს
„მთავარი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე და რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა ხელისუფლებამ წაგვართვა“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტია დღეს კიდევ ერთ მნიშნელოვან ნაბიჯს დგამს იმ გზაზე, რომელმაც უკეთესი, ძლიერი და ახალი პოლიტიკური ცენტრი უნდა შექმნას. „მოგესალმებით იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც დღეს აქ შევიკრიბეთ და რომელსაც ვფიქრობ, აქვს ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში. დღეს საზოგადოებასთან ერთად ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოში ახალი, ძლიერი, პოლიტიკური ცენტრის გაჩენამდე. ხშირად მესმის კითხვები. რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა, რა იქნება ამ პოლიტიკური ცენტრის ამოცანა. მინდა მარტივად და მოკლედ მოგახსენოთ რა იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე, რომელიც მიგვიყვანს განვითარებამდე, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის და განვითარების განცდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად წაგვართვა „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა ხელისუფლებამ“,-განაცხადა ბაქრაძემ. მისივე განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ის ტესტი, სადაც „ევროპული საქართველო“ ძალიან სერიოზულ შედეგს აჩვენებს. „ჩვენ ყველამ დავინახეთ განვლილ არჩევნებზე, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მონაწილეობას არჩევნებში. რატომ ? ესეც არის უიმედობის ერთ-ერთი ნიშანი. ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი უკეთესი მომავლის პირობას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა. ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომლის იმედიც ხალხს არ აქვს და მეორე მხარეს გახლავთ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელშიც ასევე ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხედავდა საკუთარი უკეთესი მომავლის რეალიზებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ამ მოცემულობაში ვაჩვენოთ ყველას, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს. ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც 25-ე პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას და რეალურად დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი ცოდნით, თავისი კვალიფიკაციით, თავისი ინტელექტით, თავისი ენერგიით, თავისი მონდომებით მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხა იცხოვროს უკეთ. ეს არის პოლიტიკაში ყოფნის მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც გაერთიანებულია ჩვენი გუნდი. ამიტომ ამ ამოცანიდან გამომდინარეობს ყველა ჩვენი შემდგომი აქტივობა. რა თქმა უნ და ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს, ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ყველგან, მივალთ ხალხთან და დავანახებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი სწორედ ადგილებიდან, რაიონებიდან, სოფლებიდან, იქიდან სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ“, - დასძინა დავით ბაქრაძემ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)