|
2017-01-25 17:40:20, 1754 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ომბუდსმენი წულუკიანზე: ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცილისწამება. მან ან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ომბუდსმენმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა. „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ მისი ეს ინფორმაცია არის არასწორი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცილისწამება. ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ასევე ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა ნანუშვილმა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მან არაერთხელ ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობდა. „საუბარია სწორედ მოსამართლეების შერჩევის პროცესში, მათ შორის ჩვენთვის იყო გაუგებარი თუ რატომ მოხდა ერთი კანდიდატურის ჩანაცვლება მეორეთი, როცა უფრო მაღალი შეფასების მქონე კანდიდატი არ შეფასდა და მის ნაცვლად იქნა წარდგენილი სხვა კანდიდატი. კითხვის ნიშნები არა ერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ. ზოგადად ის, რომ სახალხო დამცველი არაერთ შეხვედრას მართავს მათ შორის სტრასბურგში და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან სადაც რა თქმა უნდა არის საუბარი ძალიან ბევრ საკითხზე, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ამ შეხვედრებზე არ გვისაუბრია, რაზეც საჯაროდ ღიად არ ვსაუბრობთ. ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია“, - დასძინა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა სწორედ იმისათვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)