03:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 19:54:02, 1692 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მოწოდებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულისდღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

როგორც "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, პატივს სცემენ ევროპელი კოლეგებისმოსაზრებებს და მათ ყურადღებით ეკიდებიან, თუმცა, დღეს, დემოკრატიულ სისტემაში, მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და არა -აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი.

„საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს. 2012 წლისშემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, აღიარებულია,როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველომ შეძლო, გადაქცეულიყო ქვეყნად,რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება.

დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო,რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა.

საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგანგათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომისდანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები.

საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ EPP-ს პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადება გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ "ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics