03:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 16:21:05, 1341 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში ვეტოს დადება დაპირისპირების გამოვლინების ხერხად განიხილება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში ვეტოს დადების თემა არა შინაარსობრივად და სიღრმისეულად, არამედ დაპირისპირების გამოვლინების ერთ-ერთ ხერხად განიხილება.

როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, თუმცა ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს.

"თუკი ეს მოტივირებული შენიშვნები საინტერესოა, მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენ გამოგვრჩა, მაშინ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია და ქვეყნისთვისაც კარგი. ასეთი პოზიტიური თანამშრომლობის მაგალითი ჩვენ გვქონდა. ეს იყო, როდესაც განვიხილეთ და დავეთანხმეთ მოტივირებულ შენიშვნებზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი შეთანხმება დადებითად მიიღო არამარტო საზოგადოებამ, არამედ ვენეციის კომისიამაც. სამწუხაროდ ეს რეალობაა, რომელიც არსებობს. მე არამგონია, რომ ეს პარლამენტის დამსახურება იყოს. ჩვენ ვეტოს დაძლევა მოგვიხდა მე-8 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაშიც. ვნახოთ როგორ იქნება, რა შინაარსის არის ეს მოტივირებული შენიშვნები და რაში მდგომარეობს ვეტოს არსი. ვეტო კი ქვია, მაგრამ დავახასიათოდ როგორც მოტივირებული შენიშვნები. ვეტო  არ არის თვითმიზან და იმედია, რომ ეს თვითმიზანი არც პრეზიდენტის მხრიდან არის", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics