03:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:26:35, 1351 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: საჯარო მოხელის სტატუსის დემონიზაცია მიმდინარეობს

 ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, საჯარო მოხელის სტატუსის დემონიზაცია ხდება.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერში  პრემიების სახით 200 000 ლარზე მეტი გასცა.

 სერგეენკოს განმარტებით, პრემიები გაიცა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, თუმცა მათ შორის არ ყოფილან მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომ შეუგნებლად, ან, ჩემი აზრით, შეგნებულად მიმდინარეობს საჯარო მოხელის სტატუსის ერთგვარი დემონიზაცია, რომ საჯარო მოხელე, სახელმწიფო სამსახურში მომუშავე, არის ერთგვარი მონსტრი, რომელიც არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ დაქრის შავი ჯიპით და ხალხის გადასახადიდან ამოღებულ თანხებს მოიხმარს არამიზნობრივად. საჯარო მოხელეები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. სხვათაშორის ისინიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს, და ისინი ქმნიან იმ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს, ამა თუ იმ მიმართულების პროექტის ფუნქციონირებას. მაგალითად, მთლიანი თანხა რაც იხარჯება სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაში, რომ გავყოთ მოსახლეობის რაოდენობაზე, ეს არის წელიწადში 250 ლარზე ნაკლები, ამ ძალიან მოკრძალებული თანხით, ჯანდაცვის სამინისტრო და არა საჯარო მოხელეები ქმნიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დაწყებული სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობით, სახელმწიფო პროგრამებით, საყოველთაო ჯანდაცვით, ინდივიდუალური პროგრამების დახმარებით, ამ თანხების მაღალ ეფექტურ ფუნქციონირებას. ისინი ქმნიან სისტემას, ამიტომ, ასეთი მიზანმიმართული დემონიზაცია არის უადგილო, საჯარო მოხელეები რა თქმა უნდა იმსახურებენ პრემიებს, ზოგჯერ იმსახურებენ საყვედურს კიდევაც, ასე, რომ ეს არის ჩვეულებრივი სისტემის ფუნქციონირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics