|
2017-01-24 10:23:36, 675 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ფინეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ კოლეგას იუსი ნიინისტოს მადლობა გადაუხადა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) სწავლებების სექტორში ფინელი ექსპერტის მოვლინებისთვის. მინისტრებმა სამხედრო განათლების კუთხით ურთიერთობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველო და ფინეთი სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში. ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმა ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. “ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფინეთში. ფინეთი საქართველოსთან ერთად გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის წევრი ქვეყანაა ნატოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ფინეთთან ვიწყებთ. ხვალ შვედეთს ვესტუმრებით და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, წვევამდელთა სისტემის ჩამოყალიბება, მობილიზაციის სისტემის განვითარება და უწყებრივი ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, თუ როგორია მათი პრაქტიკა, მოქმედება და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან კრიზისებისა და კონფლიქტების შემთხვევაში. ჩვენ გარკვეულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა დავსახეთ და მომავალში ვაპირებთ ამ სფეროებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, თუ სტრატეგიული განხილვები სხვადასხვა თემაზე. ამის მზაობა არსებობს, ჩვენი ვალდებულება კი ურთიერთობის გაღრმავება და ინტენსიფიკაციაა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. „მოხარულები ვართ ამ ვიზიტის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ფინეთში. ეს ჩვენთვის პატივია. დღეს ჩვენ საინტერესო დისკუსია გავმართეთ ორმხრივი თანამშრმლობის შესახებ. ჩვენ ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობის დიდი ისტორია არ აქვთ, მაგალითად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში პირველად იმყოფება. მაგრამ ძალიან საინტერესო ხედვები გაგვაჩნია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე,“ - განაცხადა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ. ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და ფინეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უჩა გაბეჩავა დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იარმო ლინდბერგსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინს შეხვდა. მანამდე კი, ქართულმა დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი, ასევე ჰიეთანიემის სასაფლაოზე გმირთა ჯვარი გვირგვინებით შეამკო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ქართული დელეგაცია ფინეთის შემდეგ ოფიციალურ ვიზიტებს შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს. (NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)