2017-01-23 14:00:12, 1541 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს მანანა კობახიძის კანდიდატურას წარუდგენს.
„ ვფიქრობთ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული, ასევე ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს, მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს ვინმეს კითხვის ნიშნები და არ იყოს მისი მოსამართლეობა მუდმივი სპეკულირების საგანი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან