02:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 21:07:48, 1596 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: შევიმუშავებთ კონსტიტუციის პრეამბულის ალტერნატიულ ფორმულირებას, სადაც საია-ს ინიციატივა აისახება

შევიმუშავებთ კონსტიტუციის პრეამბულის ალტერნატიულ ფორმულირებას, სადაც საია-ს ინიციატივა [კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროპული მისწრაფების დაფიქსირების საკითხთან დაკავშირებით] აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით წმინდა სამართლებრივი მსჯელობა გაიმართა. მისივე განცხადებით, სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ კონსტიტუციის პრეამბულის ალტერნატიული ფორმულირება, სადაც აისახება ეს ინიციატივა. 

"ზოგადად, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფის წევრთა უდიდესი უმრავლესობა თანხმდება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თუმცა, აქ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით იყო ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა, რამდენად არის ეს კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხი, რამდენად არის ისეთი საკითხი, რომელიც უნდა აისახოს კონსტიტუციის პრეამბულაში თუ კონსტიტუციის რომელიმე თავში. ამასთან დაკავშირებით წარიმართა წმინდა სამართლებრივი სახის მსჯელობა, ეს მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შევიმუშავებთ ალტერნატიულ ფორმულირებას კონსტიტუციის პრეამბულის, სადაც აისახება ის ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან, ასეთი ფორმულირება იქნება შემუშავებული და ჩვენ უკვე სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ ფორმულირებასთან დაკავშირებით. კონკრეტული რედაქცია ჩამოყალიბდება და ამ რედაქციის გარშემო წარიმართება მსჯელობა“, - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics