02:09 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 15:28:56, 1735 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუება იდეას, რომ „საქართველო პატარა სოფელია“

„ჩვენ ვერ შევეგუებით  იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ „საქართველო ხომ პატარა სოფელია, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ“, ეს იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის  მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „მსგავსი იდელოგია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება.

 „თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენგანი  მოწადინებული ვართ იმისთვის, ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით, ვამაყობდეთ  საქართველოს მოქალაქეობით. ჩვენ თავაწეული უნდა დავდიოდეთ ჩვენს რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზეც. სიტყვები I am From Georgia  საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამ ღირებულებების გარჩემო გავერთიანდით. ამიტომ როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ ამას გაეცით ძალიან მკაფიო პაუხი და თქვით მთავარი სათქმელი.  „ნაციონალური მოძრაობა“  ეს მე ვარ“.

ჩვენი პოლიტიკური პარტიული ცხოვრების  ამ ახალ  ეტაპზე, რომელიც დღეიდან იწყება, ჩვენ უნდა ავაგოთ ორმხრივი მოძრაობის  გზა. ერთის მხრივ, ის იდეალები და ღირებულებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უნდა მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე, მეორეს მხრივ ფართოდ გაღებულ კარებში  უნდა მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ  ახალი ადამიანები, ახალი ინიციატივებით, ახალი იდეებით, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი  და კიდევ უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია.  სწორედ ასე შევძლებთ უიმედობის  და უძრაობის დამარხცებას“,-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics