00:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 22:27:46, 1221 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონალურ პარტნიორს და მიისწრაფის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის,  ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

 გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის  პრიორიტეტია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიეცემათ ევროკავშირში მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის საშუალება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება.  მხარეებმა ამ ფორმატში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს.

საუბრის დროს, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics