|
2015-01-12 16:08:49, 1131 ნახვა
საზოგადოება
კვირაცხოვლის კარიერზე წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა
აბულმუგის ხეობაში მდებარე კვირაცხოვლის კარიერზე წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფელ ბალიჭის მცხოვრებმა თამაზ ბერიძემ განუცხადა, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სახლები ირყეოდა და ნამოსახლარებს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ჯერჯერობით უცნობია, აფეთქების გამო, რა მდგომარეობაშია კვირაცხოვლის ქედის ქვემოთ მდებარე ტაძარი და ისტორიული ნაგებობები. კვირაცხოვლის ქედი საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა. აბულმუგის ისტორიული ნამოსახლარი დღეს „არ ემ ჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიად ითვლება და იქ ამავე კომპანიის თანამშრომლების გარდა არავის უშვებენ. "ძალიან ძლიერი აფეთქება მოხდა, ისეთი ძლიერი, რომ სახლები, რასაც ქვია, ირყეოდა, კინაღამ ფანჯრები გადაცვივდა. კვირაცხოვლის კარიერზე მოხდა აფეთქება. არ ვიცით ეკლესიები რა მდგომარეობაშია, მას ნახვა უნდა. იმ ტერიტორიაზე შეგვიშვებენ თუ არა, ეს არავინ იცის",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" თამაზ ბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)