2017-01-18 09:54:22, 1142 ნახვა
პოლიტიკა
NDI მედიას კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ NDI-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნებთან, პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში" გაიმართება.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან