|
2017-01-17 18:56:17, 2432 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მაია მელიქიძე: საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ამ ეტაპზე ტექნიკურად ალტერნატივა არ აქვს
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის მაია მელიქიძის განცხადებით, "გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ქართულმა მხარემ იმაზე გაუარესებული პირობები მიიღო, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუმცა, როგორც მაია მელიქიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ამ ეტაპზე ტექნიკურად ალტერნატივა არ აქვს. მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების პროცესი გაუმჭვირვალედ და ექსპერტების ჩართვის გარეშე არ უნდა განხორციელებულიყო: „ჩვენ მივიღეთ იმაზე გაუარესებული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდა საქართველოს, საქართველო ცალსახად უალტერნატივოა იმასთან მიმართებაში, რომ სომხეთმა მიიღოს გაზი საქართველოს გავლით. იყო საუბარი, რომ ტექნიკურად ირანიდანაა შესაძლებელი, თუმცა მოგეხსენებათ, გუშინ შევხვდი ექსპერტებს და ფაქტია, რომ ტექნიკურად ეს ცოტა რთულია და ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გამოყოფა. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გაუმჭვირვალედ, ანუ არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი და ექსპერტები არ იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი. თავის დროზე, როცა გაფორმდა ხელშეკრულება „გაზპრომთან“, ჩართულნი იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები და რომ არა მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციები,საქართველო ვერ მიიღებდ იმას, რითაც სარგებლობდა აქამდე“,-განაცხადა მაია მელიქიძემ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის სურვილია, გაიზარდოს საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტის მხრიდან, ასევე საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების მართვა: „ამასთანავე, წმინდა ეკონომიკურად, საქართველო ღებულობდა 10%-ს, დღეს უკვე მიიღებს ფულად ანაზღაურებას, რითაც შესაძლებელი იქნება მისი ნახევრის შესყიდვა. როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა ეკონომიკური ფაქტორები შეიძლებ ათან ახლდეს, ესაა ის, რომ იმ 5%-ს საიდან დააფინანსებს საქართველო? ეს იქნება ბიუჯეტიდან თუ საიდან? სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს კონტროლი პარლამენტის მხრიდან და ასევე შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმაზე, თუ რა რისკები იქნება ხელისუფლების შეხედულებით და როგორ უნდა იმართებოდეს ეს რისკები“,-აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტის საფასურს "გაზპრომი" საქართველოს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით აუნაზღაურებს. მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 კუბური მეტრიგაზი მიეწოდება. გარდა ამისა, საქართველო 2016 წელთან შედარებით გაზს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კერძოდ კი 1000 კუბურ მეტრში 30 აშშ დოლარით ნაკლები ტარიფით.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)