23:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 18:05:22, 1346 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი ენმ-დან წამოსულებზე: მათთან სიამოვნებით ვიქნებოდი კონკურენტულ რეჟიმში

„ეს ხალხი აპირებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დარჩეს,  ამიტომ მათთან სიამოვნებით ვიქნებოდი ქართულ პოლიტიკაში კონკურენტულ რეჟიმში“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Tv-პირველთან საუბარში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ახალი ძალა, რომელთან ერთადაც ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, სხვა პარტიებთან განადგურების რეჟიმში არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

„ჩვენ  ცალკეულ საკითხებზე, რომელზეც შესაძლოა აღმოგვაჩნდეს საერთო ინტერესი ვიქნებოდი თანამშრომლობის რეჟიმში. ზუსტად ასეთივე რეჟიმში ვიქნებოდი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთანაც ის ახალი ძალა, რომელზეც ვსაუბრობ, იქნება კონკურენტულ რეჟიმში და არავითარ შემთხვევაში განადგურების რეჟიმში.  ჩვენ სხვებს უნდა ვაჯობოთ არჩევნებში, მაგრამ არჩევნებში ჯობნის შემდეგ მათთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე -  „ვინ აირჩია განადგურების გზა?  ეს „ოცნების“ გზაა ?“, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია და იგივე მიზანი სხვა მეთოდებით დაისახა „ქართულმა ოცნებამ“.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გზაა, რომელიც  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია.   „ოცნებამ“ იგივე მიზანი სხვა მეთოდებით დაისახა,  საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ ლტოლვა სხვა არაფერია თუ არა სხვების განადგურება  და მოცილება. ეს არის არასწორი პრაქტიკა, ამას დავარქმევდი სახელისუფლებო ფუნდამენტალიზმს  ანუ სწრაფვა მონოპოლიიისკენ,  სწრაფვა ყველაფრის დამორჩილებისკენ.სამწუხაროდ,  ამ გზას დაადგა „ქართული ოცნება“. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ბურუსიდან „ოცნების“ ელიტა  გამოერკვევა და არ დაუშვებს ყველაზე უფრო კატასტროფულ შეცდომას“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics