|
2017-01-12 16:36:14, 1704 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: ბოლომდე მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი უგულავასა და დავით ბაქრაძის მოწოდებებს გამოეხმაურებოდა
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რომელიც დაიწყო ასე „მიხეილ სააკაშვილის გარეშე თქვენ ხართ ნოლები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ოთარ კახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, პარტიის მთავარი ძალა ერთობაში იყო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეიცვალა. „ამ პარტიაში, როდესაც მოვედი 2016 წელს ეს იყო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტია. პარტია, რომელიც იმართებოდა ჩამოყალიბებული წესებით. პარტია, რომლის კარიც იყო გახსნილი კომპეტენტური, პატრიოტი, წესიერი ადამიანებისთვის და მთავარი ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობაში იყო. სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავდექით სხვა რეალობის წინაშე, რომელიც დაიწყო ესე, რომ „მიხეილ სააკაშვილის გარეშე თქვენ ხართ ნულები“. ეს ფრაზა იყო პირველი მერცხალი, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ცილისწამების და ყველანაირი ტალახის სროლის ნიაღვარი. მე ასე არ ვთვლი ნამდვილად. მე ვთვლი, რომ ამ პოლიტიკური გუნდის და ჩემი თანაგუნდელების ერთიანი ძალა არის კომპეტენციის ერთობაში, საქმის კეთების ერთობაში და ჩვენ გვაქვს სწორედ შანსი ახლა, ვიღაცის გარეშე, ნულებიდან გადავიდეთ და რეალურად შევთავაზოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ივანიშვილის ხელისუფლების ალტერნატივა, რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი შეცდომები და რომელსაც მკაფიო გეგმა აქვს როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ უმძიმესი მდგომარეობიდან. უნდა დავასრულოთ და არ უნდა ავყვეთ შიდაპარტიულ აბსოლუტურად გაუგებარი დაპირისპირებას. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურებოდა და იქნებოდა მაკონსოლიდირებელი ფაქტორის. სამწუხაროდ ეს უნარები, მას როგორც ლიდერს აღარ აღმოაჩნდა. მაგრამ წარსულ დროებზე დარდი უნდა მოვიკლათ. ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მიზიდულების ცენტრი ყველა პროდასავლურად განწყობილი პატრიოტი მოქალაქისთვის. ჩვენი კარი უნდა იყოს ყველასთვის გახსნილი და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც რეალურად არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)