|
2017-01-09 13:31:07, 1670 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის გვერდით დგას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს, - მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს დღევანდელ შეხვედრაზე მიუსამძიმრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ტერაქტი კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის გვერდითაა. „ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ნება მომეცით, გამოგიცხადოთ სამძიმარი, ისრაელში ახლახან მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი - დაშავდა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენს გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე, რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა რუვენ რივლინმა. საუბრისას, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება და იმედი გამოთქვეს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისვის. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, რომლებიც წარმატებით ვითარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ვაჭრობის დინამიკაზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდაზე. მხარეების შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დასახული ერთობლივი მიზნების მისაღწევად, ეფექტური მექანიზმია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მეორე სხდომა, თარიღების შეჯერების შემდეგ, თბილისში გაიმართება. შეხვედრისას, საუბარი კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)