|
2016-12-28 15:23:46, 1704 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე ელოდება, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. ჯანელიძის განცხადებით, პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ რაღაც ვერ გააკეთა კარგად, რის გამოც ქვეყანა გარკვეული პროცესების მსხვერპლი გახდა, უსაფუძვლოა. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ყველაზე გვიან გადმოეცა, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის დავალება ყველაზე მოკლე ხანში შეასრულა. მისივე თქმით, საქართველომ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება დროულად და ეფექტურად განახორციელა, თუმცა ევროკავშირის გარშემო მძიმე ვითარება შეიქმნა. ჯანელიძემ იგულისხმა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენები, რამაც გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. „ისმოდა პრეტენზიები, რომ საქართველოს მთავრობამ რაღაც ვერ გააკეთა დროულად და გავხდით მსხვერპლი გარკვეული პროცესებისა. საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მოკლე ხანში შეასრულა საშინაო დავალება. ვიზალიბერალიზაციის გეგმა, სამწუხაროდ, ყველა დაგვიანებით მივიღეთ. თუმცა, მას შემდეგ რაც მივიღეთ, რეკორდულ დროში შევასრულეთ. ჩვენ ეფექტურად მოვახდინეთ ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, ძალიან მძიმე გარემო შეიქმნა ევროკავშირის გარეშემო. უკრაინაში, სირიაში განვითარებული მოვლენები, მოგეხსენებათ, მიგრანტების კრიზისმა დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ მისი წევრების გადაწყვეტილებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ დაფიქრებულიყო ევროკავშირი, რა ბერკეტები ექნებოდა კრიზისიდან გამოსვლის. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ამ ბერკეტის განახლება, შემუშავება. საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრის შედეგად, რეფორმების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კითხვები არ არსებობდა და ყველა აღიარებდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია გადაწყვეტილი პროცესია. მიუხედავად ამისა, საჭირო იყო ყოველდღიური კონტაქტი, რასაც ვახორციელებდით. ასევე ვახორციელებდით მრავალმხრივ ვიზიტებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხდებოდა საქართველოს საკითხის აქტუალობის მაქსიმალურად შენარჩუნება ევროკავშირის დღის წესრიგში და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)