|
2015-01-12 13:45:58, 1090 ნახვა
საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა, სავარაუდოდ, 2-3 თვეში აღდგება
ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 2-3 თვე დასჭირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიას თქმით, გზის სრულად აღდგენისთვის კედლის მშენებლობა გახდება საჭირო. „ჯერჯერობით, ვიზუალური დათვალიერებით რაც ჩანს, არის ის, რომ კომუნიკაციების გაუმართაობითა და უყურადღებობითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოები დღესვე დაიწყება. ჩვენი სამსახურები მობილიზებულია იმისათვის, რომ გაწმენდა დავიწყოთ და გზა 2-3 თვე მთლიანად უნდა ჩავკეტოთ. საჭირო გახდება კედლის მშენებლობა, რათა გზა აღდგეს. ჩვენ გვინდა, რომ მიზეზი შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ და დაადგინონ, რათა თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არის, ამის შემდეგ გავრცელდეს“, - განაცხადა ნარმანიამ. წინასწარი ინფორმაციით, ელბაქიძეზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, გზის ქვეშ წყლის უხვმა რაოდენობამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)