|
2016-12-24 17:10:17, 1673 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: თუ პროდუქტის ხარისხს საფრთხე შეექმნება, ვადის გახანგრძლივებას წინ არაფერი უდგას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ძალიან პროდუქტიული იყო. როგორც კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მუშაობის ყველა ძირითადი პრინციპი განიხილეს. „დღეს შედგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, სადაც ძირითადი პრინციპები განვიხილეთ. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ ვიმსჯელეთ არამხოლოდ ვადებზე, არამედ კონკრეტულ პროცესებზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს სამუშაო პროცესი. ვადებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ დასმულა. თუ საფრთხე შეექმნება პროდუქტის ხარისხს, ასეთ შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებას არაფერი უდგას წინ, თუმცა ვფიქრობ, ამის საჭიროება არ იქნება. ვფიქრობ, რომ ოთხი თვის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ხარისხიანი დოკუმენტის მომზადება ინკლუზიური პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ კომისია მუშაობას მომდევნო წელს განაახლებს: „კომისია მუშაობას დაახლოებით, იანვრის შუა რიცხვებიდან განაახლებს. ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება. შექმნილი გვაქვს ოთხი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა შტო იქნება წარმოდგენილი“. რაც შეეხება კომისიაში პრეზიდენტის ჩართულობას, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ წინასწარი გადაწყვეტილება არც ერთ დებულებასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. „თუ უმრავლესობა ჩვენს მიერ შემოტანილ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ დებულებასთან დაკავშირებთ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)