11:40 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 15:34:47, 1855 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე იმედოვნებს, რომ კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის მუშაობაში ჩართული იქნებოდა და თავის პოზიციას სწორედ ამის მეშვეობით წარმოადგენდა. ჩვენ ყველანი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ნამდვილად ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გადახედავს, რადგან მისი ადმინისტრაციის ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთხელ და სამუდამოდ, ის ხარვეზები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს, უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობას, კობახიძემ განაცხადა, რომ ჯგუფის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics