|
2016-12-23 14:12:40, 1562 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ბოცვაძე: მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რომლის მიხედვითაც, „ენერგო- პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 9 ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა. ბოცვაძის განმარტებით, ვალუტაში მოზიდული კრედიტების მომსახურება გაუძვირდათ, თუმცა აღნიშნულის ტარიფით კომპენსირება არ ხდება. „ენერგო- პრო ჯორჯია“ -ს 9 სადგურზე მოხდა ტარიფის შემცირება, მხოლოდ ერთზე „აწჰესზე“ მოხდა ტარიფის ზრდა. ამ საკითხებზე სასამართლოში არის დავა და გაგრძელდება. მოქმედი რეგულაციების მიხედვით არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კრედიტების კომპენსირება ტარიფის მიერ. პირიქით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია 9 სადგურზე ტარიფის შემცირება და მხოლოდ ერთგან მოხდა ზრდა“,-განაცხადა ბოცვაძემ. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ბოცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. თუმცა ამავე დროს, ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მათი ჰიდროელექტროსადგურების იაფი გამომუშავება გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან. „იაფი ენერგია, რაც დღეს კიდევ უფრო გაიაფდა, 10 წლის რეკორდი მოვხსენით დღეს, მეტად მნიშვნელოვანია. მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, რადგან ჩვენს შესყიდვაში 40% უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას. ვფიქრობ მთავარი წარმატება ეს არის, შევინარჩუნოთ მაღალი გამომუშავება და ამით ვეხმარებით აბობნენეტს, არ გაეზარდოთ ტარიფი მკვეთრად. ჩვენი 2 თეთრიანი ენერგია უპირისპირდება 15-16 თეთრიან იმპორეტირებულ ენერგიას“,-აღნიშნა ბოცვაძემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)