|
2016-12-20 17:13:25, 2015 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„საქმე გვაქვს საზოგადოების განზრახ სიცრუეში შეყვანის მცდელობასთან“ - ზურაბ პატარაძე რეზო ხარაზს პასუხობს
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრემიებთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხარაზის მიერ მოყვანილი ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება. „პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოების განზრახ სიცრუეში შეყვანის მცდელობასთან. მის მიერ მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება სინამდვილეს. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ჯამში შეადგენდა 3 545 000 ლარს. თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ბიუჯეტის 195 000 ლარით შემცირება. სულ, 2016 წელს გაწეული ხარჯები შეადგენს 2 685 706 ლარს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასი, ოფისის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ტრანსპორტის, ტექნიკის, იარაღის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა ხარჯები. რაც შეეხება ხელფასსა და პრემიას. მიმდინარე წელს ხელფასისა და დანამატის სახით გაცემულია 1 878 790 ლარი; პრემიის სახით - 308 640 ლარი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რ. ხარაზის მიერ მოყვანილ საანგარიშო პერიოდში, 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ ჯამში შეადგინა არა თუ 2 მილიონ ლარზე მეტი, არამედ 308 640 ლარი“, - განაცხადა პატარაძემ. ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და აპარატის უფროსს პრემიით არცერთხელ არ უსარგებლიათ. „აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს პრემიით არცერთხელ არ უსარგებლიათ. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის ბიუჯეტი საჯარო დოკუმენტია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოთხოვა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)