00:09 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:53:54, 1672 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა არ შეიცვლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა არსებულზე  მეტად არ  გამკაცრდება:

„უცხოელებისთვის, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, არ დაბადებულან საქართველოში, მათთვის დღესაც არ არის ადვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ისინი გადიან სერიოზულ გასაუბრებას, სერიოზულ შემოწმებას დოკუმენტების, მათი წარსულის და საქართველოში სამომავლო გეგმების შესახებ. ეს ასეა ყველა ქვეყანაში, უფრო რთული პროცედურებიც არსებობს სხვა ქვეყნებში.ეს პროცედურები არ შეიცვლება, დარჩება ისევე მკაცრად. ჩვენ პრაქტიკაში ჩვენი თანამემამულეებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ ადამიანებისადმი, ვინც დაიბადნენ ყოფილ საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკაში და შემდეგ გავიდნენ ქვეყნიდან და ახლა სურთ ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, მათთვის მიდგომები უფრო ადვილი იყო. არაფერი შეიცვლება, მკაცრი წესები იყო და დარცება კიდეც“,- აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics