|
2016-12-14 17:58:08, 838 ნახვა
სამხედრო
DIB სკოლაში ტრენინგების საჭიროებების ანალიზის შესახებ დისკუსია გაიმართა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში უსაფრთხოების სექტორში სამომავლო ტრენინგების საჭიროებები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, ასევე უსაფრთხოების და კრიზისიების მართვის საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა 2017 წელს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების კურსებზე ისაუბრეს და ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტრენინგების ანალიზის პროცესზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სამხედრო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) საქმიანობაში და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილი გამოთქვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი ერთობლივი პროექტების შეჯერება იყო, რომელიც საინტერესოა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ყველა უწყებისთვის: „2017 წელს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გარკვეული პროექტების განხორციელებას გეგმავს. შეხვედრის მიზანი სწორედ პროექტების შეჯერება იყო, რომლებიც ყველა უწყებისთვის იქნება საინტერესო. აღნიშნული შეხვედრები გაიმართება სამუშაო დონეზე, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ხოლო სტრატეგიული ჯგუფი გარკვეულ ზედამხედველობას გაუწევს როგორც დაგეგმილ პროექტებს, ისე მათ შესრულებას“. ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მის მთავარ მისიას თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლობის პროფესიული განვითარება წარმოადგენს. სკოლის მიზანია ეროვნულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება.
ალიევის რეჟიმის მუქარა საქართველოს- არაა რეკომენდებული, რომ საპატრიარქო სომხეთის ეკლესიის გზას გაყვეს
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)