|
2016-12-09 15:37:30, 1610 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
საკონსტიტუციო კომისია იმავე ფორმატით შეიქმნება, როგორც სამი წლის წინ და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია იმავე ფორმატით შეიქმნება, როგორც სამი წლის წინ და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გუშინ იყო ინიცირებული. "პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას, იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც ის შეიქმნა 3 წლის წინ. კომისიის თავმჯდოომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პარტიები, ასევე კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესბეული მხარის ფართო ჩართულობა. "გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე აქტიურად იმართება მოლაპარაკებები ჩვენ უცხოელ მეგობრებთან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კომისიის მიზანი კონსტიტუციის გადასინჯვაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. "დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული კონსტიტუციის მოქმედი ტექსტით. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ჩვენი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ყველა კონსტიტუციური ორგანო, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, აუდიტის სამსახური სათანადოდ იქნება წარმოდგენილი კომისიაში", - განაცხადა მან. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ფორმატთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა შემოტავაზება, თუმცა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ მუშოაბა საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს. "ფორმატთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა შემოთავაზება. იყო ასევე პრეზიდენტის ინიციატივა, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვაფასებთ. მიგვაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ფორმატს მოითხოვს, ამიტომ ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტანი შედეგის თვალსაზრისით", - აღნიშნა კობახიძემ. მისივე ინფორმაციით, დადგენილების პროექტის თანახმად კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება. "საბოლოო პროექტს შეიმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო კომისიას 3 თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)