|
2016-12-08 13:31:43, 1421 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ოფიციალურად ადასტურებს
ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად ადასტურებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაციის თანახმად, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ადასტურებს, რომ ევროპარლამენტთან "შეჩერების მექანიზმის" რეგულაციის ტექსტთან დაკავშირებით კომპრომისული ტექსტი შეათანხმა. “ეს შეთანხმება არის დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარს გაუღებს იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროგრესს, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა. განცხადების თანახმად, განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი ე.წ შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა. საბჭო აღნიშნავს, რომ ის უფრო გაამარტივებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიონ. ასევე აძლევს საშუალებას ევროკომისია მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს. ამასთან, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მე-3 ქვეყანა რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობას შეამცირებს ან წევრ სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების რისკი გაიზრდება. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი იმოქმედებს, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა კვლავ აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს. ცნობისთვის, შეჩერების მექანიზმის რეგულაცია გადაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს. ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)